რუსეთი

დუმაში ბირთვული გამოცდების აკრძალვის შეთანხმებაზე რატიფიცირების გაუქმებას განიხილავენ

Russian State Duma/Reuters

რუსეთის პარლამენტი ბირთვული გამოცდების აკრძალვის შეთანხმებაზე რატიფიცირების გაუქმებას განიხილავს. აღნიშნული საკითხი რუსეთში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პრეზიდენტმა  ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა შესაძლოა 30 წლის შემდეგ პირველად, განაახლოს ბირთვული გამოცდები.

პუტინმა 5 ოქტომბერს რუსეთის ბირთვულ დოქტრინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს, შესაძლოა, ბირთვული გამოცდების გაგრძელება მოუწიოს. ამის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე პუტინის პარტიის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა დუმაში თქვა, რომ პარლამენტი ამ საკითხს განიხილავდა.

ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი 187 სახელმწიფოს აქვს მოწერილი, მათგან 178 რატიფიცირებული. 

რატიფიცირებული არ აქვს აშშ-ს, ჩინეთს, ირანს, ისრაელს და ეგვიპტეს, ხოლო ხელშეკრულებზე ხელი არ მოუწერიათ ინდოეთს, პაკისტანსა და ჩრდილოეთ კორეას.

კომენტარები