ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. 

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები