დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს მოუწოდებს, ჰამასის თავდასხმა დაგმოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბა
The Times of Israel

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ესაუბრა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბას და მოუწოდა, ჰამასის ტერორისტული თავდასხმა დაგმოს და სიტუაციის დასამშვიდებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მიერ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. 

ღაზის სექტორიდან ჰამასის სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმებს ისრაელის 200-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ტერორისტების ხელში კვლავ რჩებიან მძევლები.

კომენტარები