რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ამ ზამთარს რუსები შეეცდებიან უკრაინის ენერგოსისტემის განადგურებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამ ზამთარს რუსეთი შეეცდება უკრაინის ენერგო სისტემა გაანადგუროს. მისი თქმით, უკრაინული მხარე სრულიად აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რაც ზამთარში რუსეთისგან შეიძლება მოელოდეს. 

"რუსეთის ამჟამინდელი მთავრობა ყოველთვის იმას აკეთებს, რაც უკვე გაუკეთებია. ისინი იმეორებენ ყველა შეცდომას. ისინი იმეორებენ ყველა ბოროტებას, რაც გაუკეთებიათ. მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ამ ზამთარს რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ გაანადგურონ ჩვენი ენერგო სისტემა" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, თავდაცვისა და ენერგეტიკის უწყებებმა და მათთან დაკავშირებულმა სამსახურებმა უკვე მოამზადეს წინასწარი ანგარიშები რუსეთის შესაძლო თავდასხმების და თავიანთი სტრუქტურების მზადყოფნის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებები უნდა მოემზადონ ყველა შესაძლო სცენარისთვის. 

კომენტარები