ენერგორესურსები

ლითიუმი – თანამედროვე "თეთრი ოქრო"

Ksenya Ragozina

არგენტინა ლითიუმის მოპოვების გაზრდას და 2030 წლამდე მსოფლიო ლითიუმის მომპოვებლებს შორის დომინაციას გეგმავს.

ლითიუმს ხშირად უწოდებენ თეთრ ოქროს. მის მზარდ საბაზრო ღირებულებას განვითარებული ქვეყნებში სუფთა და განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს. ლითიუმი მნიშვნელოვანი ელემენტია ლითიუმ-იონის ელემენტების წარმოებაში, რომლებიც ელექტრომობილების წარმოებაში გამოიყენება.

ანალიტიკური ჯგუფი Eurasia Group კონსულტანტების თქმით, არგენტინის მიერ ლითიუმის მოპოვება საბოლოო ჯამში დიდ  გავლენას იქონიებს მსოფლიოში განახლებადი ენერგიის მთავარი კომპონენტის, ელემენტების მიმართ გაზრდილი მოთხოვნის შევსებაზე.   

საეთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, სამხრეთ ამერიკა ლითიუმის მსოფლიო ბაზრის 35% ამარაგებს შემდეგი პროცენტული გადანაწილებით: ჩილე - 26% არგენტინა 6%, მაშინ, როცა ლითიუმის საერთო მსოფლიო რესურსის თითქმის ნახევარი სამხრეთ ამერიკაშია, არგენტინა (21%); ჩილე (11%) 

ექსპერტთა აზრით შემდეგი 2024 წელს არგენტინაში ლითიუმის მოპოვება 5 ჯერ, ხოლო 2027 წლამდე - 10 ჯერ გაიზრდება. 

კომენტარები