რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი უკრაინისთვის დამატებით $200 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს

6 ოქტომბერს შვედეთმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა. დახმარება ძირითადად საარტილერიო ჭურვებს მოიცავს. 

შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თქმით შვედეთი უკრაინისთვის ასევე საკუთარი გამანადგურებლების გაგზავნასაც ფიქრობს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იგი ჯერ NATO-ში გაწევრიანებას ელოდება.

ეს შვედეთის მხრიდან უკრაინისთვის რიგით მე-14 დახმარების პაკეტია, რაც ჯამში დაახლოებით $949 მილიარდს შეადგენს.

კომენტარები