რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 33 დრონიდან 25 გავანადგურეთ – უკრაინა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

6 ოქტომბრის ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 33 დრონიდან 25 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს

გასულ დღის მსგავსად, 6 ოქტომბრის ღამითაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით.

მთლიანობაში, რუსებმა გაუშვეს 33 დრონი სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური რეგიონების მიმართულებით.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ძალები, მობილური სახანძრო ჯგუფების ქვედანაყოფები.

უკრაინელებმა ოკუპანტების დრონები ოდესის, მიკოლაივის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასისა და ჟიტომირის ოლქებში გაანადგურეს. 

კომენტარები