ევროკავშირი-მოლდოვა

ევროპარლამენტი მოლდოვის EU–ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს 

trm.md

დღეს, 5 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2023 წელსვე დაიწყონ. 

ევროპარლამენტის დღევანდელი სესიის შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ მოლდოვას EU-ში გაწევრიანება წარმოადგენს გეოსტრატეგიულ ინვესტიციას ერთიანი და ძლიერი ევროპისთვის.

ამასთანავე,რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები მოლდოვის მიმართ ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაგრძელებას მოითხოვენ, რათა დაჩქარდეს მოლდოვის EU-ში გაწევრიანების პროცესი. 

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მოლდოვას ამჟამინდელმა პროდასავლურმა მთავრობამ “აჩვენა თავისი მონდომება და უნარი შეასრულოს ევროკომისიის მოთხოვნები გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად”. 

შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ EU-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, 2022 წლის ივნისში უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიიღო.

კომენტარები