რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ომის გაყინვის შემთხვევაში, 2028 წელს რუსეთმა შესაძლოა სხვა ქვეყნებს შეუტიოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 5 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი
Stars and Stripes 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში ომი გაიყინება შესაძლოა 2028 წელს რუსეთმა სხვა ქვეყნებს შეუტიოს.

"ამჟამად რუსეთი განიხილავს განსხვავებულ სცენარს მომდევნო რამდენიმე წლისთვის. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია შეჩერდება და ომის პროცესი ადგილზე გაიყინება, მაშინ ახალი კრიტიკული მომენტი დადგება - 2028 წელი.

თუ რუსეთს ახლა ადაპტაციის უფლებას მივცემთ, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ ჩამოვართვით, შედეგად რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი ექსპანსიონისტური ამბიციების ყურადღების ცენტრია. გარდა უკრაინისა, ეს ნამდვილად არის ბალტიისპირეთის ქვეყნები და ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზე ბევრი რუსია.ეს ინფორმაცია არის ცალსახად სიმართლე, შესაბამისად გაფრთხილებთ  ამის შესახებ". - ამბობს ზელენსკი ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტიზე.

გარდა ამისა, ზელენსკი ამბობს რომ რუსეთი უკრაინაში ომის გაყინვის მიზნით ეძებს სხვადასხვა გზას, სწავლობს დაშვებულ შეცდომებზე და ემზადება წინსვლისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ჩატარდა რომელსაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ევროპის ქვეყნების სხვა  ლიდერებიც დაესწრნენ. 50-მდე ევროპელი ლიდერი სამიტზე  უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბა.

კომენტარები