ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: შუა დერეფნის განვითარებისთვის საქართველოს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა

აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ვიზიარებ სრულად თქვენს შეფასებას. უფრო მეტსაც ვიტყოდი, რომ ეს, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის როლს და სტატუსს. ჩვენს ქვეყანას  დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და ზოგადად, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას, არა მხოლოდ, როგორც ერთ აღებულ ქვეყანას აქვს მნიშვნელობა, არამედ, როგორც რეგიონში მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვან აქტორს და ფაქტორს ასევე, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ჰარმონიული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან რეგიონში, იქნება ეს აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს პროექტი ვერ შედგება, თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, სტაბილური და არ იქნება ჩვენთან მშვიდობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ყველა ფაქტორს, გარემოებას აქვს დიდი მნიშვნელობა.

თქვა ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ენერგო რუკაზე საქართველოს როლსა და ქვეყანაზე გამავალი დიდი პროექტების მნიშვნელობას ეხებოდა.

მთავრობის მეთაური ესპანეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

კომენტარები