ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში იუნ ფოსეს გადაეცა

იუნ ფოსე
Twitter

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ნორვეგიელ მწერალს, დრამატურგსა და პოეტს იუნ ფოსეს გადაეცა.

"2023 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ნორვეგიელ ავტორს იონ ფოსეს მისი ინოვაციური პიესებისა და პროზისთვის, რომლებიც ხმას აძლევენ უთქმელს". – წერია ნობელის პრემიის ოფიციალურ პოსტში.

ფოსეს კალამს ეკუთვნის პიესები I Am the WindDream of Autumn, Nightsongs, The Name. რომანები Olav's Dreams, Wakefulness, Weariness. 

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. სხვადასხვა დროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გახდნენ პაბლო ნერუდა, გაბრიელ გარსია მარკესი, იოსიფ ბროდსკი, ერნესტ ჰემინგუეი და სხვები.

2022 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ანი ერნოს გადაეცა.

კომენტარები