აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა

ნენსი პელოსის კაპიტოლიუმის შენობაში მდებარე ოფისი დაატოვებინეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დროებითმა სპიკერმა პატრიკ მაკჰენრიმ ამავე პალატის ყოფილ სპიკერსა, დემოკრატ ნენსი პელოსის, და მის მოადგილეს, მერილენდის წარმომადგენელ სტენი ჰოიერს, საკუთარი ოფისების დატოვება უბრძანა. 

პელოსიმ აღნიშნული გადაწყვეტილება “ტრადიციისგან მკვეთრ გადახვევად” შეაფასა და აღნიშნა, რომ “რესპუბლიკელთა წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროების ფონზე, მათ პირველ რიგში მისი ოფისიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღეს”. 

ნენსი პელოსის, როგორც წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ოფისი კაპიტოლიუმის შენობაში იყო განთავსებული.


წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კევინ მაკკარტის გადაყნების გადაწყვეტილება ამავე პალატამ 2 ოქტომბერს მიიღო.

მაკკარტის სპიკერობიდან გადაყენების შემდეგ, დროებითი სპიკერის მოვალეობის შემსრულებლად პატრიკ მაკჰენრი დაინიშნა.

კომენტარები