ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: ბრძოლას განვაგრძობთ, არ ვაპირებთ დანებებას, დღეს რუსეთი სუსტია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედია Sky TG24-თან ინტერვიუში ომის მსვლელობაზე და უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობაზე ილაპარაკა.

"ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, არ ვაპირებთ დანებებას, დღეს რუსეთი სუსტია, ისეთი არ არის, როგორიც იყო ომის დასაწყისში. მათ ძალის მოკრების საშუალება არ უნდა მივცეთ. პაუზა დახმარებაში და კონფლიქტის ხელახლა გაყინვა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს". – თქვა უკრაინის პირველმა პირმა.

ზელენსკის ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას კვლავ მხარს უჭერს:

"მინდა ჩვენმა მხარდამჭერებმა სხვა ქვეყნებში არ დაკარგონ საკუთარი ქვეყნის ლიდერების რწმენა. რაც შეეხება აშშ-ს, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების უმეტესობა მხარს უკრაინას უჭერს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხარდაჭერას აუცილებლად შევინარჩუნებთ".

გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს "მედგრად დგომისკენ" მოუწოდა:

"ყველაზე მთავარია, რომ ისინი (პარტნიორები) ჩვენსავით მედგრად დადგნენ. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვუძლებთ და საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ".

კომენტარები