პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე: აი, სრული ნონსენსია, თავის მოჭრაა, როცა სტუდენტები უყურებენ ამ ყველაფერს

აი, სრული ნონსენსია, სტუდენტები უყურებენ ამ ყველაფერს, უბრალოდ თავის მოჭრაა როდესაც სტუდენტები ხედავენ, რომ ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურისტები ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამრთლოში, ეს არის შემაშფოთებელი და გამაოგნებელი. სუსტი არგუმენტები კი არა, გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობენ. როცა ვერ არჩევ სტატუსს და უფლებამოსილებას, ეს არის სირცხვილი. ეს არის უნარების უმარტივესი ტესტის თემა. ელემენტარული უნარ-ჩვევების ტესტის ამბავია. [...] პრეზიდენტის ციტატის დადასტურება ვთხოვე და ამაზე აიჭრნენ. 10 წუთი ბუქსაობდნენ ერთ კითხვაზე. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საიმპიჩმენტო სხდომის შემდეგ პრეზიდენტის წარმომადგენლებზე, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილზე.

კომენტარები