კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი

კენტერბერიის არქიეპისკოპოსი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

eumm

კენტერბერიის არქიეპისკოპოსი ჯასტინ ველბი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი მიესალმა არქიეპისკოპოსს, ვიზიტის განმავლობაში მის დელეგაციას შეუერთდა და ადგილზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ თავისი ხედვა გააცნო.  

ხურვალეთის რაიონში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა არქიეპისკოპოსს მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო" - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საქართველოში კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 19 სექტემბერს ეპისკოპალურმა ეკლესიამ გაავრცელა. საზეიმო წირვა 3 ოქტომბერს თბილისში - რომის კათოლიკურ კათედრალში ჩატარდა.

კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი 3 ოქტომბერს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.

კომენტარები