ოკუპირებული ტერიტორიები, ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმები არის ინსტრუმენტი პუტინის რუსეთისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის სარყევად და თუკი ხელსაყრელი მომენტი იქნა მათთვის, შედგომი ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის. ჩვენ, დღეს საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ვმოქმედებდეთ ზეაქტიურად: NATO-ში გაწევრიანებისთვის, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის, იმისთვის, რო გამოვრიცხოთ ან არსებითად შევამციროთ ამ პლაცდარმიდან ჩვენზე თავდასხმის შანსი და სწორ მომენტში აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ეს ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პირობებში ვერ მოხდება. ახლა, ჩვენ უფრო ღრმად ვხდებით იზოლაციაში დასავლეთისგან და ეს ჩვენ მტერს ამ რეჟიმების გამოყენებით აგრესიის შესაძლებლობას უზრდის.
საქართველო-რუსეთი
ბოკერია: მარიონეტული რეჟიმები რუსეთისთვის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მორყევის ინსტრუმენტია
tbl.ge/6j8l
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალაქ სოჭიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტ ლიდერებს შეხვდა.
გიგა ბოკერიაევროპული საქართველოსაქართველო-რუსეთიმარიონეტული რეჟიმებიოკუპირებული აფხაზეთიოკუპირებული ცხინვალი
ამავე თემაზე
- 2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
- მედვედევი: NATO ტარანად იყენებდა მარიონეტ საქართველოს, უკრაინას. ახლა მოლდოვას და სომხეთს
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ




