პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე ზურაბიშვილზე: დიასპორის წარმომადგენლობისა და დიდი წინაპრების ყოლის გამო ავირჩიეთ

კრიტერიუმი რა იყო, ჩვენ რომ გვქონოდა იმის რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მას მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ, პრემიერის პოზიციაზე. ეს არის პრემიერის პრეროგატივა, მაგრამ მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი.

მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი, ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება და ა.შ. ანუ პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და შესაბამისად, ხალხმაც იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო გაწერილი.

დღეს პრეზიდენტი ცდილობს, რომ ამ მანდატს გასცდეს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა. მთავარი ხომ არ არის, როგორია ამ მანდატის ჩემი აღქმა, როგორც თანამდებობის პირის, მთავარია კონსტიტუცია რა მანდატს განიჭებს და შენ ხალხმა აგირჩია არა იმისთვის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელო, რაში ჩაჭრასაც ცდილობს დღეს პრეზიდენტი, არამედ შენ აგირჩია იმისთვის, რომ იყო სახელმწიფოს არსებითად სიმბოლური წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმბოლური არ არის პრეზიდენტის კომპეტენციები, მაგრამ პრეზიდენტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არ არის. ხალხს მისთვის მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი, თუმცა ის ცდილობს, რომ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს გასცდეს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

კომენტარები