პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მხოლოდ მას შემდეგ მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზნის შესრულებისთვის, შესაძლოა, არ გვქონდეს რესურსი, რადგან სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. შესაძლოა არც გვქონდეს 100 ხმის მოგროვების იმედი, მაგრამ, წესით, პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა.
tbl.ge/6j6i
დაკოპირდა

თქვა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
ირაკლი კობახიძესალომე ზურაბიშვილისაქართველოს პრეზიდენტიპრეზიდენტის იმპიჩმენტიირაკლი კობახიძის განცხადება




