რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსებმა ტოკმაკთან, დიდი ალბათობით, საკუთარი СУ-35 ჩამოაგდეს

ტოკმაკთან ჩამოვარდნილი CУ-35-ის ფოტო
Telegram

ბრიტანეთის დაზვერვამ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

"2023 წლის 28 სექტემბერს, ფრონტის ხაზამდე 20 კილომეტრით უკან, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დიდი ალბათობით საკუთარი SU-35S Flanker M მოდელის ავიაგამანადგურებელი ტოკმაკის მახლობლად ჩამოაგდეს". – წერია დაზვერვის გვერდზე.

სექტემბერის ბოლოს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსებმა საკუთარი ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ზაპორიჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკთან რუსული Су-35-ის ჩამოგდების შესახებ. დამპყრობელთა საჰაერო თავდაცვამ საკუთარი, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თვითმფრინავი გაანადგურა". – წერდა 30 სექტემბერს უკრაინელი ბლოგერი და ჟურნალისტი იური ბუტუსოვი.

კომენტარები