რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ტოკმაკთან, სავარაუდოდ, საკუთარი СУ-35 ჩამოაგდეს

Telegram-ზე გავრცელებული ფოტო

რუსეთი საჰაერო თავდაცვის ძალებს სამიზნე აერია და ზაპორიჟიეს ოლქში რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკის მიდამოებში რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ის არხზე სამხედრო ჟურნალისტი, იური ბუსტოვი ავრცელებს

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ზაპორიჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკთან რუსული Су-35-ის ჩამოგდების შესახებ. დამპყრობელთა საჰაერო თავდაცვამ "ამოარჩია თავისი თავი" და დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თვითმფრინავი გაანადგურა." - წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტმა არხზე Су-35-ის განადგურების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა. ამასთან, მისივე თქმით, Су-35-ის განადგურება რუსეთის თავდაცვასთან დაკავშირებულმა Telegram არხმაც დაადასტურა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ერთ-ერთმა ბლოგერმა, Fighterbomber-მა გამოქვეყნა ეკიპაჟის ფოტო და დაწერა, რომ გარდაცვლილებს "მარადიულ ფრენას" უსურვებს. 

კომენტარები