რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დონეცკი დაბომბა, დაჭრილია 4 ადამიანი

DONETSK OBLAST MILITARY ADMINISTRATION

დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, 2 ოქტომბერს რუსებმა არტილერიით დაბომბეს დასახლებები პოკროვსკისა და ვოლნოვახას რაიონებში. შედეგად დაიჭრა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.

“დაახლოებით 07:00 საათზე რუსული არმია თავს დაესხა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს. [...] რის შედეგადაც ქუჩაში მყოფი ორ მუშა, 36 და 55 წლის კაცი დაშავდნენ. [...] 11:10 საათზე აგრესორი სახელმწიფოს ჯარებმა დაბომბეს სოფელი, იელიზავეტივკა, პოკროვსკის რაიონში, სადაც 83 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა, ხოლო 14:55 საათზე ოკუპანტები ჭურვებით თავს დაესხნენ სოფელ ტრუდოვომს, სადაც დაშავდა 53 წლის კაცი”. - წერია დონეცკის საოლქო პროკურატურის განცხადებაში. 

რუსეთი ბოლო თვეებია ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის ტერიტორიას. განსაკუთრებული სისასტიკით იბომბება დეოკუპირებული ოლქები.

კომენტარები