ირაკლი კობახიძე

კობახიძე: შეიძლება მეგონოს, რომ ვარ ბონაპარტი, მაგრამ თუ არ ვარ, სხვა რამ უნდა დავამტკიცო

მან [ზურაბიშვილმა] პირდაპირ აღიარა, რომ არ აქვს უფლებამოსილება, იყოს ლიეტუვაში, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, იმიტომ, რომ მას, მისი აზრით, ხალხისგან შესაბამისი მანდატი აქვს. ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით. კონკრეტული თანამდებობის პირები და ორგანოები არიან არჩეული ამ ქვეყანაში კონკრეტული მანდატით და მანდატი რას გულისხმობს შინაარსობრივად, ეს არის სწორედ გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. მე შეიძლება მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი მოგვარის პაციენტები ამას ამტკიცებენ, მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში სხვა რამე უნდა დავამტკიცო.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით.

კომენტარები