გამარჯვების პლატფორმა

ვაშაძე: ჩვენი კოალიციის მიზანია, მოვიტანოთ გლობალური სიკეთეები

11 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება. 11 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ამ 11 წელს შეგვიძლია დავარქვათ უკუსვლის 11 წელი.

ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში მოიტანა სამი რამ: დემოგრაფიული კატასტროფა, ქართველების ქვეყნიდან მასიური გადინება, რუსი ჯაშუშები, რომლებიც იცავენ რუსეთის ინტერესებს, დაწყებული ფარცხალაძიდან, სხვებით გაგრძელებული...

ხელისუფლების შეცვლაზე გადის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა. ევროკავშირიც ხომ საქართველოსთვის გვინდა, სამუშაო ადგილებისთვის გვინდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის, იუსტიციის სახლს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისას მწვადის სახლი უწოდა, შემდეგ შევიდნენ და ნახეს, რამხელა რეფორმა განხორციელდა. ერთადერთი სიახლე, რაც ქართულმა ოცნებამ იუსტიციის სახლში მოიტანა, ფასების ზრდაა.

მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა პარადიგმა, ყველა დააჯერა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს წარმატებული, ძლიერი, ერთიანი ქვეყანა. რეფორმების მაგალითი, საქართველოში ქართველებს შეგვიძლია ვიცხოვროთ მყარად ძლიერად, ქვეყანა განვითარებაზე იყო. ჩვენი კოალიციის მიზანია, მოვიტანოთ დიდი გლობალური სიკეთეები, ეს გაჩერებული, უკუსვლის სიმბოლოდ ქცეული პროექტები ამოვქოქოთ.

ამბობს გიორგი ვაშაძე. ქართული ოცნების მმართველობის 11 წლისთავთან დაკავშირებით გამარჯვების პლატფორმის წევრები იმ ობიექტებთან მიდიან "რომლის რეალიზების შემთხვევაში, სხვა პერსპექტივა ექნებოდა საქართველოს". ვაშაძე იუსტიციის სახლთან მივიდა და მისი გახსნის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

კომენტარები