გამარჯვების პლატფორმა

ვაშაძე ღარიბაშვილს: გადაუხადეთ საპენსიო სესხის ძირი თანხა ყველა პენსიონერს

გიორგი ვაშაძე
ტაბულა

პენსიონერთა ფორუმზე, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ერთობლივად მართავენ, გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და მოუწოდა, პენსიონერებს საპენსიო სესხის ძირი თანხა გადაუხადონ.

"მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ერთხელ მაინც დაუშვით გამონაკლისი და გადავუხადოთ საპენსიო სესხის ძირი თანხა ყველა პენსიონერს, რითაც განოლდება თავიდან ბოლომდე ეს სესხები. მე არ მგონია, რომ სხვა რომელიმე თაობის ან სპეციალობის ადამიანი წინააღმდეგი იყოს, რომ პენსიონერს დაეფაროს საპენსიო სესხის პროცენტი, რაც ნიშნავს რას, ფაქტობრივად, ამ ადამიანებისთვის ნიშნავს საპენსიო ზრდას." - თქვა ვაშაძემ.

ფორუმის ფარგლებში ენმ და სტრატეგია აღმაშენებლი პენსიონრებს საპენსიო სესხის გაუქმებასა და მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევაზე ესაუბრებიან.

კომენტარები