უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 30 ირანული წარმოების Shahed 136/131-ის ტიპის დრონიდან 16 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩერკასის გუბერნატორი, იჰორ ტაბურეტსი Telegram-ზე წერს, რომ დრონები სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოასვლეთიდან და ჩრდილოეთიდან გაუშვეს.
"ღამით, მტერმა დრონებით მსხვილი იერიში მიიტანა ჩერკასის რეგიონზე. სამწუხაროდ, დაზიანდა ქალაქ უმანის ინდუსტრიული ინფრასტურქტურა". – წერს ტაბურეტსი.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



