თუფაქ შაკურის მკვლელობა

ლას ვეგასში თუფაქ შაკურის მკვლელობასთან კავშირში მყოფი პირი დააკავეს

ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წუთში რეპერი თუფაქ შაკური მანქანაში ჩაცხრილეს
Bored Panda

ლას ვეგასის პოლიციამ ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის მკვლელობასთან კავშირში მყოფი პირი, დუეინ დევისი, იგივე კიფი დი დააკავა.

დევისი 29 სექტემბერს დილით დააკავეს, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ბრალდების, ან ბრალდებების საფუძველზე გადაწყვიტეს სამართლადამცველებმა მისი აყვანა.

დევისის დაკავების პროცესში ჩართულ პოლიციელებს სასამართლოს მიერ საბრალდებო აქტის გამოცხადებამდე, დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვთ.

1996 წელს თუფაქ შაკური იგივე 2Pac ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რეპერი მანქანაში მუსიკალურ პროდიუსერ შუგ ნაითთან ერთად იჯდა. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას თეთრი ფერის კადილაკიდან ცეცხლი გაუხსნეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი შაკური საავადმყოფოში გადაიყვანეს, რეპერი 7 დღეში გარდაიცვალა. მრავალწლიანი გამოძიება ჩიხში შევიდა, ლეგენდარული რეპერის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

კომენტარები