ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.49 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.52 თეთრით გაუფასურდა. 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6783 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8422 ლარი. ბოლო 1 კვირაში ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის 64 750 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.

კომენტარები