აშშ - საუდის არაბეთი

Reuters: საუდის არაბეთი აშშ-სთან უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს

ჯო ბაიდენი ესალმება საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს, 2022 წლის ივლისი.
Royal Court of Saudi Arabia /Handout/Anadolu Agency via Getty Images

Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთი აშშ-სთან უსაფრთხოების პაქტს გააფორმებს. აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ საუდის არაბეთი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე თანახმაა

მოლაპარაკებებში სამივე სახელმწიფოა ჩართული. Reuters-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში არ ფიგურირებს პალესტინის საკითხი - საუდის არაბეთი შესაბამისი პირობებით ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას თანხმდება იმ შემთხვევაშიც, თუ ისრაელი პალესტინელებთან არანაირ დათმობაზე არ წავა. 

საუდის არაბეთს აშშ-სგან NATO-ს ტიპის თავდაცვითი ქოლგა და მასშტაბური უსაფრთხოების გარანტიები სურს. ამერიკული წყაროს მტკიცებით, ეს შესაძლო პაქტი უფრო მეტად დაემსგავსება აშშ-სა და ბაჰრეინს შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ხელშეკრულებას. ასევე, ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ საუდის არაბეთს შესაძლოა აშშ-ს მთავარი არა NATO-ს წევრი მოკავშირის სტატუსი მიენიჭოს, რასაც უკვე ფლობს ისრაელი. 

კომენტარები