ე.წ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტად სამველ შაჰრამანიანი აირჩიეს

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პარლამენტის შენობა
Эхо Кавказа

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად სამველ შაჰრამანიანი აირჩია.

"დახურულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 23 დეპუტატმა, საიდანაც 22-მა ხმა მისცა შაჰრამანიანის კანდიდატურას, ერთი მის წინააღმდეგ წავიდა". - წერს Interfax-ი და დასძენს, რომ შაჰრამანიანი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. 

აქამდე, 1-ელ სექტემბერს ყარაბაღის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა არაიიკ ჰარუთუნიანმა, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა, პარლამენტს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას მთავრობის მეთაურის გურგენ ნერსისიანის გადადგომისა და მის ნაცვლად შაჰრამანიანის დანიშვნის შესახებ. მედია მაშინ წერდა, რომ შაჰრამანიანი, შესაძლოა, ჰარუტიუნიანის მემკვიდრე გამხდარიყო.

რადიო თავისუფლების სომხური განყოფილება ასევე წერდა, რომ ჰარუთუნიანის თქმით, 2020 წელს აზერბაიჯანთან ომში დამარცხებამ და ამის შემდეგ წარმოქმნილმა სირთულეებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნდობა რეგიონის ხელმძღვანელობის მიმართ.

კომენტარები