28 სექტემბრის ღამით უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული Shahed-ის ტიპის 44 დრონიდან 34 გაანადგურა, ხოლო გასულ დღეს 6 სადაზვერვო დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
"2023 წლის 28 სექტემბრის ღამით რუსმა ოკუპანტებმა Shahed-136/131-ის ტიპის 44 დრონით იერიში სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიიტანეს.
საჰაერო ძალებმა თავდაცვის ძალების საზენიტო თავდაცვასთან თანამშრომლობით გაანადგურეს Shahed-ის ტიპის 34 დრონი". - ნათქვამი მათ განცხადებაში.
გარდა ამისა, გასული დღეს უკრაინამ გაანადგურა ოპერატიულ-ტაქტიკური ტიპის 6 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



