მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: ერთადერთი გზა გაერთიანების არის მშვიდობა, განვითარება, პატიება, შერიგება

ჩვენ ამ თემაზე უკვე აღარ ვაპირებთ ბევრი ვილაპარაკოთ, რადგან მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა აფხაზმა, ოსმა დებმა, ძმებმა იციან, რომ ერთადერთი გასაღები ჩვენი გაერთიანებისა და შერიგების არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, პატიება ერთმანეთის მიმართ და შერიგება. ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც არავინ გადაუვა, ვინც არ უნდა იყოს.

და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, ამის შემდეგაც ისეთი ხელისუფალი ჰყავდეს საქართველოს, რომ სხვა გზაზე არ იფიქროს. არა ომზე, არა რაღაცა მავნებლობაზე ათასგვარზე, რაც დღეს გვესმის შეფარვით და ჩაფენილი მესიჯებით, არამედ, საქართველომ საბოლოოდ გადაწყვიტა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი, ჩვენი მთავარი მესიჯი ამ ქვეყნის გზაზე- შერიგება, ურთიერთ პატიება, გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება.

ამბობს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

კომენტარები