გიგია ბოკერია

ბოკერია: ეს ეთნიკური კონფლიქტი არ იყო, გენოციდზე პასუხისმგებელია რუსეთი

დღეს ყველაზე მძიმე დღეა. სოხუმის დაცემა ყველა თვალსაზრისით ყველაზე უფრო ტრაგიკული დღე იყო, რაც მე შემიძლია გავიხსენო ჩემი ცხოვრების განმავლობაში. 30 წელი გავიდა. დღესაც იგივე მტერი ემუქრება ჩვენს თავისუფლებასა და სახელმწიფოს, ვინც მაშინ აგრესია განახორციელა და ქართველების გენოციდი მოაწყო - რუსეთის ფედერაცია. 

ჩვენი მორალური ვალია იმ მსხვერპლის მიმართ, ვინც მაშინ გენოციდს ემსხვერპლა, რომ გვახსოვდეს ეს ტრაგედია. ვამხილოთ კონკრეტული პირები, ვინც ეს ჩაიდინა. დღეს შანსი გვაქვს გამოვასწოროთ ზიანი, რომელიც მაშინ მოგვადგა, როდესაც ეთნიკურ კონფლიქტად მოინათლა ეს ყველაფერი. 

საერთაშორისო მდგომარეობა უკრაინაში აგრესიის შემდეგ შეიცვალა და დღეს ჩვენ მორალურადაც და პრაგმატულადაც გვჭირდება ამ სიმართლის გატანა, რომ ეს ეთნიკური კონფლიქტი არ იყო, ეს იყო რუსეთის მეირ დაგეგმილი აგრესია. და პასუხისმგებელი გენოციდზე არის რუსეთი.

თქვა ევროპული საქართველოს თამჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

დღეს, 27 სექტემბერს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით ღონისძიება იმართება.  ღონისძიებაზე ხალხს ქართველთა გენოციდის მტკიცებულებებსა და გენოციდში უშუალოდ მონაწილე რუს სამხედროებს წარუდგენენ.

კომენტარები