ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 27 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.66 თეთრით გამყარდა. 27 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6778 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8259 ლარი. ამასთან, ბოლო 1 კვირაში ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის 64 750 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.87 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.82 ლარად.

კომენტარები