ხანძარი ქორწილში

ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა

BBC

ქალაქ ნინევიას ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, ერაყში, ქორწილში გაჩენილ ხანძარს, 114-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა საიფ ალ-ბადრმა კი აღნიშნა, რომ დაშავდა დაახლოებით 150 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

"ყველა ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს დახმარება აღმოვუჩინოთ". – თქვა ალ-ბადრმა. პრესსპიკერის თქმით დაშავებულთა უმრავლესობას აღენიშნება დამწვრობა და ასფიქსია.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ის ფეიერვერკის გაშვების შემდეგ გაჩნდა.

თვითმხილველთა თქმით, შენობას ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 22:45 საათზე გაუჩნდა, რა დროსაც ადგილზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა. 

კომენტარები