გამოცემა Reuters-ის ცნობით გერმანია 2024 წლიდან უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფედერალური დახმარების განახევრებას გეგმავს. გამოცემა ორ სამთავრობო წყაროს ეყრდნობა.
აქამდე უკრაინელ ლტოლვილებზე გერმანია 3.75 მილიარდ ევროს ხარჯავდა. ახალი გათვლის მიხედვით დახმარება 1.7 მილიარდ ევრომდე შემცირდება.
ამჟამად გერმანიაში 1 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომელიც ქვეყნის 16 რეგიონშია გადანაწილებული.
ცოტა ხნის წინ ვიცე-კანცლერმა, ასევე ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ მრავალ მუნიციპალიტეტს მიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის რესურსი აღარ აქვს.
23 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ საემიგრაციო კრიზისის ფონზე გერმანია პოლონეთის და ჩეხეთის საზღვრებზე კონტროლს გაამკაცრებს.
20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა 2024 წლიდან შესაძლოა უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შეუწყვიტოს.