კატა

უელსში პატრონმა 11 წლის წინ დაკარგული კატა იპოვა

SIAN SEXTON

უელსში მცხოვრებმა ქალმა დაიბრუნა კატა, რომელიც 11 წლის წინ დაკარგა. 

კატის, სახელად დეიზის დაკარგვაზე განაცხადი პატრონმა 2012 წელს გააკეთა. მან ცხოველი მას შემდეგ დაკარგა, რაც საცხოვრებლად უელსის დორსეტის საგრაფოდან კარფილში გადავიდნენ. სავარაუდოდ, სახლის ტერიტორიის დატოვების შემდგომ, აქამდე უცნობ უბანში აღმოჩენილ კატას გზა აებნა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო.

გასულ კვირას კატის პატრონმა, რომელმაც ამ პერიოდში საცხოვრებელი ადგილი კიდევ ერთხელ შეიცვალა, კარფილის ვეტერინარისგან სატელეფონო ზარი მიიღო - ქალს ცხოველის მიკროჩიპიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მისი კატის კლინიკაში მიყვანის შესახებ ატყობინებდნენ. 

წლების განმავლობაში კარფილის ქუჩებში მცხოვრები კატა ვეტერინართან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწუხებულმა ადგილობრივებმა მიიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, ცხოველს გრიპი ჰქონდა.

დეიზი, რომელიც ახლა 17 წლისაა, მკურნალობის კურსს წარმატებით გადის.

კომენტარები