უკრაინა

ნავთობისა და გაზის კომპანია: პირველად, ზამთარში უკრაინა საკუთარი მოპოვების გაზით გათბება

უკრაინა 2023-2024 გათბობის სეზონზე საკუთარი საბადოებიდან მოპოვებული გაზით გათბება. ინფორმაციას ეროვნული სააქციო საზოგადოება Нафтогаз-ის ხელმძღვანელი ოლექსი ჩერნიშოვი ავრცელებს

"მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული გაზის მარაგი იზრდება. 2023 წელს Нафтогаз-მა რეკორდული რაოდენობის ჭაბურღილი აამოქმედა, მომავალში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ზამთარს ვგეგმავთ საკუთარი გაზით გავათბოთ უკრაინა და ჩვენი გათვლების თანახმად ეს შესაძლებელია". – განაცხადა ჩერნიშოვმა.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტარიფები არ გაიზრდება, ასევე გათბობის სეზონის უპრობლემოდ გადალახვაში მოსახლეობას ჩართულობაც მნიშვნელოვანია:

"ჩვენ იმედიანად ვუყურებთ მომავალ გათბობის სეზონს. გაზი საკმარისი გვაქვს, ტარიფები სტაბილურია, შესაბამისად ვთხოვ მოსახლეობას მიიღონ ენერგოეფექტური ზომები და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ ტიპის ენერგიას. უკრაინული მადანი ჩვენი ერთობლივი მიღწევაა". 

უკრაინაში 2023-24 წლის გათბობის სეზონი 2023 წლის 1 ოქტომბერს იწყება და 2024 წლის მარტში დასრულდება. გათბობის სეზონი გულისხმობს პერიოდს რომლის დროსაც სახელმწიფოს შუამდგომლობით ყველა დასახლებულ პუნქტსა და შენობას თბილი წყალი მიეწოდება.

კომენტარები