აშშ-კუბა

ვაშინგტონში კუბის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

7News/Joe Ball

24 სექტემბრის ღამეს ვაშინგტონში კუბის საელჩოს თავდამსხმელებმა ორი მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. ინფორმაციას კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრუნო როდრიგეს პარილა ავრცელებს სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter). კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, საელჩოში არავინ დაშავებულა. 

თავდასხმა მოხდა კუბის მთავრობის მეთაურის, მიგელ დიას-კანელის შენობიდან გასვლიდან რამდენიმე საათში. მიგელ დიას-კანელი აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფებოდა. 

კუბის საელჩო აშშ-ში 2015 წელს გაიხსნა მას შემდეგ, რაც ამ ორმა სახელმწიფომ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს. 

"კუბის მოწინააღმდეგე ჯგუფები აქტიურდებიან მაშინ, როდესაც ისინი გრძნობენ კრიმინალის ტოტალურ დაუსჯელობას. ამაზე აშშ-ს მთავრობა ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ" - თქვა კუბის ელჩმა აშშ-ში. 

კომენტარები