რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი კისინჯერთან შეხვედრაზე: უკრაინის NATO-ში შესვლაზე აზრი შეიცვალა

Andrii Yermak's Telegram/ Ukrainska Pravda 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტისას დიპლომატ ჰენრი კისინჯერს შეხვდა. კისინჯერი, თავდაპირველად, მხარს არ უჭერდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა ზელენსკის თქმით, მან აზრი შეიცვალა. 

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის ცნობით, კისინჯერმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, სადაც მათ რუსეთ-უკრაინის ომის საინტერესო ხედვა გაუზიარა. ერმაკის თქმით, კისინჯერი ახლა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ლობისტია. 

"ამ ომამდე მე ვეწინააღმდეგებოდი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან ვშიშობდი, რომ ის პროცესი დაიწყებოდა, რაც უკვე ხდება უკრაინაში. ახლა ამ ომმა იმ ფაზას მიაღწია, რომ ნეიტრალური უკრაინის იდეა უკვე უაზრობაა" - ავრცელებს კისინჯერის სიტყვებს უკრაინული მედია. 

კომენტარები