რუსეთი-სომხეთი

ფაშინიანი: რუსეთთან უსაფრთხოების შეთანხმება არაეფექტიანია

24 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვაში სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთისთვის რუსეთთან დადებული უსაფრთხოების შეთანხმებები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა არაეფექტიანია

"საგარეო უსაფრთხოების სისტემა, რაშიც სომხეთი არის ჩართული არაეფექტიანია, როდესაც საქმე ეხება სომხეთის უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვას" - თქვა ფაშინიანმა.

მან ასევე დაამატა, რომ სომხეთის მთავრობა ემზადება 120 000 ეთნიკური სომეხის მისაღებად მთიანი ყარაბაღიდან. 

2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რუს სამშვიდობოებს კონფლიქტის ზონაში მშვიდობის გარანტორების როლი ჰქონდათ. 

გასულ კვირაში აზერბაიჯანულმა ძალებმა საარტილერიო თავდასხმები განახორციელეს და მალევე ყარაბაღელმა სეპარატისტებმა იარაღი დაყარეს. 

კრემლი ფაშინიანს სიტუაციის არასწორად მართვაში ადანაშაულებს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ისინი კონფლიქტის ამ ფაზაში არ ჩაერივნენ, რადგან თავად ფაშინიანის მთავრობამ ცნო მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად. 

კომენტარები