რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა – დაშავებულია 1 ადამიანი

23-24 სექტემბერის ღამით რუსებმა უკრაინის სამხრეთით, დნიპროპეტროვსკის ოლქში ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს
Сергій Лисак / Дніпропетровська ОДА (ОВА)

რუსებმა უკრაინის სამხრეთით, დნიპროპეტროვსკის ოლქში ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. ასაფეთქებელი მოწყობილობები რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 25 წლის მამაკაცი დაიჭრა - ინფორმაციას უკრაინული მედია დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლისაკის თქმით, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ამასთანავე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს, რომ ნიკოპოლში დაზიანდა მაღაზიის შენობა და საბავშვო ბაღი. ჩერვონოგრიჰორივსკის  დასახლებაში კი ოკუპანტების ჭურვებმა 4 კერძო სახლი, ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.

რუსულმა ჯარებმა მირივსკასა და პოკროვსკას დასახლებებსაც შეუტიეს, თუმცა თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით  ცნობილი არ არის. 

კომენტარები