ტავრიას ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, ალექსანდრ ტარნავსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ვერბოვეში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, უკრაინელმა სამხედროებმა მომავალში კიდევ უფრო მეტად წაიწიონ წინ.
"მარცხენა ფლანგზე [ვერბოვესთან ახლოს] გვაქვს გარღვევა და ვაგრძელებთ წინსვლას. არც ისე სწრაფად, როგორც მოსალოდნელი იყო, ისე არა როგორც მეორე მსოფლიო ომის ფილმებში". - თქვა ტარნავსკიმ.
როგორც CNN-ი წერს, რეგიონში არსებული ვითარების შესახებ რუსები განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ, თუმცა, ღია წყაროებით მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ ზოგიერთმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა სოფელ ვერბოვესთან "გადაკვეთა რუსეთის თავდაცვის მნიშვნელოვანი ხაზი".





