რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა 12 რუსული დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს

Сергій Лисак / Дніпропетровська ОДА (ОВА)

23 სექტემბრის ღამით უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ 12 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე ჩამოაგდო. ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა კი დნიპროში კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტს დაზიანება გამოიწვია. 

ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტელეგრამ-არხზე, სერგი ლისაკი ავრცელებს. 

მისივე თქმით, დრონებით იერიშის შედეგად დაზიანდა ორი ავტოგასამართი სადგური და შუქნიშანი დნიპროს რაიონში. ასევე დაინგრა კერძო საცხოვრებელი 10 კორპუსი. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

კომენტარები