ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.63 თეთრით გამყარდა, ევროსთან 1.16 თეთრით – 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.63 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.16 თეთრით. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6816 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8521 ლარი. ამასთან, ბოლო სამ დღეში ეროვნულმა ბანკმა 57 150 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.86 ლარად.

კომენტარები