ლურჯი ვეშაპი

წყალქვეშა ბირთვული ტესტების ამოსაცნობმა აპარატმა ჯუჯა ლურჯი ვეშაპების პოპულაცია აღმოაჩინა

Getty Images

წყალქვეშა ბირთვული ტესტების ამომცნობმა აპარატმა შემთხვევით ჯუჯა ლურჯი ვეშაპების პოპულაცია აღმოაჩინა. მეცნიერებმა აქამდე არ იცოდნენ, რომ ინდოეთის ოკეანეში ჯუჯა ლურჯი ვეშაპების ეს პოპულაცია არსებობდა. 

ბირთვული დეტონაციების ამომცნობი ქსელი 1990-იანი წლებიდან არსებობს და სენსორების ოპერატორების სამუშაო ოფისი ვენაში მდებარეობს. ოკეანეების სხვადასხვა წერტილში 300-მდე სენსორი ამოუცნობ ხმოვან სიგნალებს აფიქსირებს, რომლებმაც ამჯერად ლურჯი ვეშაპების ხმოვანი გზავნილები ამოიცნეს.

ჯუჯა ლურჯი ვეშაპები სიგრძეში საშუალოდ 24 მეტრამდე იზრდებიან და 90 ტონას იწონიან. ინდოეთის ოკეანის ამ ჯგუფის ვეშაპები თაობების მანძილზე ოკეანის სიღრმეებში დაცურავდნენ და ადამიანებთან არანაირი გადაკვეთა არ ჰქონიათ. ჯუჯა ლურჯი ვეშაპი გადაშენების პირას მყოფი ქვესახეობაა. მე-20 საუკუნეში ჯუჯა ლურჯ ვეშაპებზე აქტიურად ნადირობდნენ - 1920-იან წლებში მსოფლიოს წყლებში 239 000 ჯუჯა ლურჯი ვეშაპი არსებობდა, ხოლო 1973 წლისთვის ეს რიცხვი 360-მდე იყო შემცირებული. 

კომენტარები