სერიული მკვლელი

რუანდელმა სერიულმა მკვლელმა, რომელიც მსხვერპლებს სამზარეულოში მარხავდა, დანაშაული აღიარა

JEAN CLAUDE MWAMBUTSA/ BBC

რუანდელმა სერიულმა მკვლელმა, რომელიც მსხვერპლთა ცხედრებს, სავარაუდოდ, სამზარეულოში მალავდა, სხვა დანაშაულებთან ერთად 12 ქალისა და 2 მამაკაცის მკვლელობა აღიარა

34 წლის დენის კაზუნგუს წინააღმდეგ საქმის გამოძიება 2023 წლის სექტემბერში დაიწყეს - მას შემდეგ, რაც შვიდი თვის მანძილზე ქირის გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის დატოვება აიძულეს.

კაზუნგუს სასამართლო სხდომაზე იურიდიული წარმომადგენელი არ ჰყოლია, ხოლო როდესაც როგორც მოპასუხეს სიტყვა გადასცეს, დანაშაული აღიარა.

როგორც კუზუნგუმ სხდომაზე თქვა, ადამიანებს იმიტომ კლავდა, რომ ისინი მას "შიდსით განზრახ აინფიცირებდნენ", თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები მოსამართლეთათვის არ წარუდგენია.

"მე ჩავიდინე საზარელი დანაშაულები, ამის გაშუქება მედიაში არ მინდა". - თქვა კუზუნგუმ.

რუანდის საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლის თქმით, კუზუნგუს მსხვერპლები ძირითადად სექსმუშაკები იყვნენ, რომლებიც მას სახლში მიჰყავდა, ძარცვავდა, შემდგომ კი გუდავდა და ნაქირავები საცხოვრებლის სამზარეულოში გათხრილ ორმოში მარხავდა.

მოსამართლეები დენის კაზუნგუს საბოლოო განაჩენს 26 სექტემბერს გამოუტანენ.

კომენტარები