განათლების სამინისრტო

ცვლილებები სასწავლო გეგმაში: კერძო სკოლებში დამრიგებლის ინსტიტუტის სავალდებულოობა უქმდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ამილახვარმა სკოლების წარმომადგენლებს ავტორიზაციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის, ადმინისტრირებისა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ცვლილებებით კერძო სკოლებს ავტორიზაციისთვის საჭირო პროცედურები გაუმარტივდებათ. ამასთან, კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის ვალდებულებისგან და მათ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა საჯარო სკოლის მასწავლებლების მსგავსად ექნებათ.

ამასთან, ცვლილებები შეეხო საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების განმახორციელებელ კერძო სკოლების ადმინისტრირებასაც და საერთაშორისო პროგრამების კურსდამთავრებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე,  ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდა იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.

ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, კერძოდ კერძო სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მისთვის სასურველი ფორმითა და რაოდენობებით. გაუქმდება განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და რაოდენობები, ასევე კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები და რაც ყველაზე მთავარია კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. სამინისტროს ცნობით გაუქმდება დამრიგებლის სავალდებულოობის ინსტიტუტი.

განათლების სამინისტროს ცნობით, ცვლილებების ეფექტიანად დასანერგად დაინტერესებული კერძო სკოლების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავენ.

კომენტარები