რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი ელჩი დაიბარა

Ministry of Foreign Affairs of Republic of Poland

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი პოლონეთში, ვასილ ზვარიჩი დაიბარა. ელჩის დაბარების მიზეზი ბოლო დღეებში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული კომენტარებია პოლონეთთან დაკავშირებით. 

პოლონეთის წარმომადგენლებმა გასულნ კვირას დაადასტურეს, რომ დააწესებენ შეზღუდვას უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე. 

პოლონეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის აკრძალვას ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პოლონეთის შესახებ ირიბად აღნიშნა, რომ შესაძლოა "ზოგიერთი ქვეყანა ევროპაში რუსულ თამაშს თამაშობდეს". 

ასევე, გამოცემა Business Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წლიდან პოლონეთმა შესაძლოა უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შეუწყვიტოს.

კომენტარები