ავღანეთი-ირანი

ირანის დაზვერვის მინისტრი: ირანი და თალიბანი ტერორიზმის წინააღმდეგ კარგად მუშაობენ

Ahmad Sahel Arman/AFP

ირანისა და თალიბანის დაზვერვის სამსახურებმა გააძლიერეს თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლის მიმართულებით. 

"ირანი და თალიბანი ტერორიზმის წინააღმდეგ კარგად მუშაობენ" - თქვა ირანის დაზვერვის მინისტრმა, ესმაილ ხატიბმა. 

გასულ კვირას ირანის სამთავრობო მედიამ Tasnim-მა გაავრცელა სიუჟეტი, სადაც მოთხრობილი იყო, რომ დასავლური ძალები ისლამური სახელმწიფოს დანაყოფებს სირიიდან და თურქეთიდან ავღანეთის მიმართულებით აძევებდნენ.

"ისლამური სახელმწიფოს დანაყოფების ტერორისტებმა დაიკავეს ადგილები ავღანეთის მთიან რეგიონებში, სადაც თალიბანს მცირე კონტროლი აქვს. ტერორისტები თალიბანის წევრებს ესხმიან თავს" - თქვა ესმაილ ხატიბმა.

კომენტარები