ესპანეთი

ესპანეთის პარლამენტში ბასკურ, კატალონიურ და გალისიურ ენებზე სიტყვით გამოსვლა დაუშვეს

Imago-Images/Agencia EFE/J. Lizon

ესპანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამიერიდან პარლამენტარებს სიტყვით გამოსვლა ბასკურ, კატალონიურ და გალისიურ ენებზეც შეეძლებათ. გენერალური კორტესის ამ გადაწყვეტილების გამო ულტრა-მემარჯვენე ესპანელმა დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. 

კენჭისყრამდე სანჩესის სოციალისტური პარტიის წევრმა პარლამენტარმა კოლეგებს გალისიურ ენაზე მიმართა, რაც გააპროტესტეს ულტრა-მემარჯვენე დეპუტატებმა და სინქრონული თარგმნის აპარატები პრემიერმინისტრის მაგიდაზე დატოვეს. ამის შემდეგ, სახალხო პარტიის დეპუტატებმა წარადგინეს ინიციატივა, რომ პარლამენტარებს შეძლებოდათ ბასკურ, კატალონიურ და გალისიურ ენებზე საუბარი. 

"ეს ისტორიული დღეა... როგორც იქნა, კატალონიელი დეპუტატების უფლებები გაითვალისწინეს" - თქვა კატალონიური პარტიის დეპუტატმა მირიამ ნოგუერასმა. 

ესპანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირს ასევე შესთავაზა, რომ ბასკური, კატალონიური და გალისიური ენები ევროკავშირის ოფიციალურ ენებად აღიარონ. ამ იდეას სხვა ევროპული სახელმწიფოების კრიტიკა მოჰყვა. 

კომენტარები